კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

მარინა ენდელაძე

გამოქვეყნებულია  113 ნახვა განახლებულია 12 თვის წინ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთ კი თბილისში გარდაიცვალა.      

"გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი აჭარაში 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. 3500-მდე პაციენტიდან კრიტიკულად ითვლება 25 პაციენტი, მათგან 22 მართვით სუნთქვაზეა", -  განაცხადა მარინა ენდელაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა
  • unipress