საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო

გამოქვეყნებულია  91 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 31 170.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 381-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 355 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 833 პაციენტი.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
  • unipress