საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციიდან პირველი შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერთან იმართება

შალვა ნათელაშვილი

გამოქვეყნებულია  86 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრა დაიწყო.

კარლ ჰარცელსა და საქართველოში ამერიკის ელჩს პირველი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხვდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერებთან ცალკ-ცალკე შეხვედრა დიპლომატიურ პრაქტიკაში აპრობირებული ფორმატია:

"მე ყოველთვის დიდი უხერხულობა მიპყრობს ასეთი შეხვედრების დროს, რადგან 30 წელია დამოუკიდებლები ვართ, ქაღალდზე მაინც და არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, არ ისწავლეს, არ უნდათ, რომ ერთი ხმა იყოს ერთი და 10 ხმა იყოს 10 და არა ათასი. მე ყოველთვის ბოდიშს ვუხდი ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და დიპლომატებს, როცა მათ ვაიძულებთ ასეთ საკითხებზე იმტვრიონ თავი. დიპლომატიურ პრაქტიკაში აპრობირებული ფორმატია ერთი ერთზე კონსულტაციებიც და ჯგუფური შეხვედრებიც. ხვალ არავითარი მეორე ტური არ უნდა ჩატარდეს. ამ მოლაპარაკებას ექნება შედეგი, რომ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ამათი ნასახი აღარ იქნება. უდიდეს პატივს ვცემ ელჩებს. ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. სიამოვნებას გვანიჭებს როცა ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ ეს პარლამენტში შესვლა-არ შესვლა ისეთი საკითხია, არ არსებობს დედამიწაზე ძალა, რომელიც ქართულ ოპოზიციას გადააწყვეტინებს შევიდეს ამ ე.წ. პარლამენტში და ძალადობის, უზურპაციის პერსპექტივები დაუკანონოს პუტინის წარმომადგენელ რუს ოლიგარქს. ისტორიაში სად გაგონილა, რომ ადამიანის უფლება რაცაა, ის არ განიხილო და არ დააკმაყოფილო?! მე მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, კობახიძეებს, მდინარაძეებს და სხვებს - დაანებეთ თავი სახლობანას და პარლამენტარობის თამაშს. პარლამენტი არ შედგება, თავზე გემხობათ ხელისუფლება და გაასწარით".

 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციიდან პირველი შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერთან იმართება
  • unipress