საქართველოში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიებები შედეგების გარეშე მიმდინარეობდა - Amnesty International

Amnesty International

გამოქვეყნებულია  1,131 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

საქართველოში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიებები შედეგების გარეშე მიმდინარეობდა - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2019 წელს განვითარებული მოვლენებია შეფასებული.

Amnesty International-ის ანგარიშში საუბარია საქართველოში არსებულ გახმაურებულ საქმეებსა და მათი გამოძიების პროცესზე. ანგარიშში ყუარრება გამახვილებულია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც და ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ანტიტერორისტული ოპერაციისას პანკისის ხეობაში 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიება ვერ დასრულდა.

„თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მსხვერპლის სტატუსი არ მიენიჭა, შესაბამისად, მათ საქმის მასალებზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ. ოჯახმა უარყო ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა საკუთარ სახლში ყუმბარის აფეთქება სცადა მისი დაკავებისას. გამოძიებამ ოჯახის პოზიცია არ გაიზიარა,“- ნათქვამია ანგარიშში.

Amnesty International-ის შეფასებით, შედეგების გარეშე მიმდინარეობდა გამოძიება სავარაუდოდ ქართველი ძალოვნების მიერ 2017 წელს აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებისა და აზერბაიჯანში მისი იძულებითი დაბრუნების საქმე.

ორგანიზაციამ თავის ყოველწლიურ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა, ასევე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე.

„მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების მიუხედავად, თანამდებობის პირების მიერ გამოძიებისთვის ხელის სავარაუდო შეშლაზე გამოძიება არ დაწყებულა. საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში 10 თანამდებობის პირი გამოავლინა, რომლებმაც გამოძიებას სავარაუდოდ ხელი შეუშალეს,“- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასაც შეეხო და აღინიშნა, რომ ეს არის ცალკე მდგომი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფო ორგანოთა თანამშრომლების მიერ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებს, მათ შორის წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს იძიებს. თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიებებზე საზედამხედველო ფუნქცია პროკურატურას დარჩა.

ანგარიშის ქართულ თარგმანს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აქვეყნებს.


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიებები შედეგების გარეშე მიმდინარეობდა - Amnesty International
  • unipress