არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი დაჭრილია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღი

გამოქვეყნებულია  195 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

სომხეთის მედიის ინფორმაციით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი ჯალალ არუთიუნიანი დაჭრილია და ის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მედიის ცნობით, გენერალ ჯალალ არუთიუნიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა გასცა.

მედია იუწყება, რომ არუთიუნიანი ფრონტის ხაზზე დაიჭრა და მას მოვალეობის შესრულება ამჟამად არ შეუძლია. მის ადგილს მიკაელ არზუმანიანი დაიკავებს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი შეთანხმება ძალაში გუშინ, დილის 08:00 საათიდან შევიდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი დაჭრილია
  • unipress