აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჯებრაილის რაიონში კიდევ სამი სოფლის გათავისუფლების შესახებ იუწყება. პრეზიდენტი ტვიტერში წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შიხალი აღალი, სარიჯალი და მეზრე, ასევე რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე აიღეს.
"დღეს, აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ჯებრაილის რაიონის სოფლები შიხალი აღალი, სარიჯალი და მეზრე და სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე. ჩვენი შესანიშნავი არმიის წარმატებული ოპერაცია გრძელდება. ყარაბაღი აზერბაიჯანია!" - წერს ილჰამ ალიევი
Bu gün Azərbaycan ordusu Cəbrayıl rayonunun Şıxəli Ağalı, Sarıcalı, Məzrə kəndlərini və müxtəlif istiqamətlərdə bir neçə strateji yüksəkliyi azad etmişdir. Qəhrəman ordumuzun uğurlu əməliyyatı davam edir. Qarabağ Azərbaycandır!
— İlham Əliyev (@azpresident) October 5, 2020
0 კომენტარი