დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ოპოზიციურ ერთობას

ნინო ბურჯანაძე

გამოქვეყნებულია  81 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ოპოზიციურ ერთობას - ასე ეხმაურება "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. 

"ვართ ქუჩაში, ველოდებით ახალ არჩევნებს, როგორც კი ხელახალი არჩევნები ჩატარდება განახლებული კომისიით და სამართლიანი არჩევნებით, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით ხალხის ნებას. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ოპოზიციურ ერთობას, ის უბრალოდ, ჩემი აზრით, ცდილობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს ამ პროცესში. ყველა სიტყვას ბუნებრივია, მისი განცხადებისას, არ ვეთანხმები, მაგრამ საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა ცუდი არ არის,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ოპოზიციურ ერთობას
  • unipress