ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც შეცვლის საარჩევნო სისტემას და დაასრულებს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში

ამერიკელი სენატორები

გამოქვეყნებულია  287 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

ამერიკელი სენატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ჯიმ რიში და „დემოკრატი“ ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორი ოპოზიციონერი ლიდერის შეწყალებას ეხმაურებიან.

„მივესალმებით ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას დღევანდელ შეწყალებას და საპატიმროდან გათავისუფლებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც შეცვლის საქართველოს საარჩევნო სისტემას და დაასრულებს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში.

დღევანდელი გათავისუფლება არის ძლიერი გზავნილი ყველა იმ პირისთვის, ვინც მუშაობდა შეთანხმების მისაღწევად და ვინც ხელი მოაწერა მას, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია და ის მიღწეული იქნება.

ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ ვიხილოთ შეთანხმებული ცვლილებების განხორციელება საარჩევნო სისტემაში, როდესაც საქართველოს პარლამენტი დაუბრუნდება მუშაობას მომავალ კვირებში, ასევე მედიამფლობელის, ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დააკავეს დეკემბერში ცრუ ბრლადებებით“, – ნათქვამია ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაში


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც შეცვლის საარჩევნო სისტემას და დაასრულებს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში
  • unipress