აუცილებელია ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, აუცილებელია დაგმობა იმისა, რაც დასაგმობია და ამას ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  199 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოპოზიციის ლიდერის, სერგეი ნავალნის მოწამლვას და საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ის რომ რუსეთის ხელისუფლება თავის ოპონენტებს კლავს, წამლავს და იყენებს სხვადასხვა ნივთიერებებს, არის ყველასთვის ნათელი, თუმცა საქართველოს მთავრობის პოზიცია და დუმილი, მათ შორის საქართველოს მოქალაქის მოკვლაზე გერმანიაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არის მიუღებელი. კაპანაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეს პოზიცია არის დრომოჭმული, რუსეთის არ გაღიზიანებაზე ორიენტირებლი მიდგომა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

"ის, რომ რუსეთის ფედერაცია კლავს, წამლავს, იყენებს სხვადასხვა ნივთიერებას თავისთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ, არის ყველასთვის ნათელი. ეს გააკეთა ადრე სკრიპალის შემთხვევაში, იგივე გააკეთეს როგორც ჩანს ახლა, ნავალნის შემთხვევაში, პირდაპირ მოკლეს მათ შორის ჩვენი მოქალაქე გერმანიაში და ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, არა მარტო სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართ გამოყენებულ ამ ქიმიურ ნივთიერებაზე, არამედ მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მოკვლასთან დაკავშირებით, როგორც წესი არის დუმილი. ეს არის სრულიად მიუღებელი პოზიცია და მიდგომა, ეს არის ძველი მიდგომა, რომელიც უნდა შევცვალოთ და შეუძლებელია ამ მიდგოემბით ქვეყანამ იაროს წინ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ცვლილებები დადგეს, ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ძველი, დრომოჭმული რუსეთის არ გაღიზიანებაზე ორიენტირებული მიდგომები იყოს შეცვლილი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში აუცილებელია სწორი შეფასებების გაკეთება, აუცილებელია ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, აუცილებელია დაგმობა იმისა, რაც დასაგმობია და ამას ეს ხელისუფლება არ აკეთებს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ არჩევნებზე დავამთავროთ მათ შორის საგარეო პოლიტიკის ეს სამარცხვინო მიმართულება და ეს შევცვალოთ. ამას სჭირდება რეეაგირება, განცხადების გაკეთება, იმის თქმა, რაც საჭიროა, ხოლო ხელისუფლება ამას არ აკეთებს." - განაცხადა სერგი კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აუცილებელია ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, აუცილებელია დაგმობა იმისა, რაც დასაგმობია და ამას ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს
  • unipress