"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" 500 ლარამდე ზარალს პატრულის ოქმის გარეშე აანაზღაურებს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

გამოქვეყნებულია  132 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი", დაზღვეულის ბრალეულობის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ 500 ლარამდე ზარალს პატრულის ოქმის გარეშე აანაზღაურებს, თუ საგზაო შემთხვევაში მესამე პირი არ არის ჩართული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით მომხმარებელს ბაზარზე არსებულ მინიმალურ ტარიფს სთავაზობს.

"მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ ავტოდაზღვევის კუთხით მომხმარებლებს 2 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა, ხოლო 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 1 მლნ ლარამდე ზარალი. ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor-ის (www.scor.com) გადაზღვევით სარგებლობს. რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით. წინასწარი განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement განაცხადის შევსების შემდეგ მომხმარებელს მენეჯერი ადგილზე მიაკითხავს",-აღნიშნულია "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" 500 ლარამდე ზარალს პატრულის ოქმის გარეშე აანაზღაურებს
  • unipress