დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საზოგადოება

გამოქვეყნებულია  140 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრიდან აცნობეს, ინფიცირების წყარო აღნიშნული პირის კონტაქტია, რომელიც მის სამსახურს არ უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მისი, როგორც კონტაქტის გამოვლენის შემდეგ, პირი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომლები ყოველ კვირაში იტესტებიან და შესაბამისად, დამატებითი ტესტირების ან თანამშრომლების იზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა არ დამდგარა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • unipress