შევიმუშავეთ ადგილები, სადაც პარტიებს საარჩევნო პლაკატების განთავსება შეეძლებათ

მერია

გამოქვეყნებულია  121 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ქალაქში რამდენიმე კონკრეტული ადგილი განისაზღვრა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პლაკატების განთავსება შეეძლებათ. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შევიმუშავეთ ქალაქის მასშტაბით, რომელიც უკვე გადაეგზავნა თბილისის საკრებულოს. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. დოკუმენტში მოცემულია ადგილები, სადაც არის შესაძლებელი საარჩევნო პლაკატების გაკვრა", — განაცხადა კალაძემ.

მან მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ ამ დოკუმენტით და განათავსონ პლაკატები იქ, სადაც წინასწარაა განსაზღვრული და არა იქ, სადაც მათ სურთ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • შევიმუშავეთ ადგილები, სადაც პარტიებს საარჩევნო პლაკატების განთავსება შეეძლებათ
  • unipress