გარდაიცვალა მსახიობი გოვენ ჭეიშვილი

კულტურა

გამოქვეყნებულია  325 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი.

გოვენ ჭეიშვილი 1996 წლიდან იყო მესხიშვილის თეატრის მსახიობი. გოვენ ჭეიშვილს შესრულებული აქვს კინოროლები გ. პატარაიას ფილმებში „რეკორდი“ (1972, ხუტა) და „კუჩხი ბედინერი“ (1976, კოჩია). ფილმებში „ნეილონის ნაძვის ხე“ (რ. ესაძე, 1985), „ლალე“ (რ. ლორთქიფანიძე, 1985), „დამშვიდობება“ (ზ. თუთბერიძე, 1987), „კირილეს ოდისეა“ (დ. ბათიაშვილი, 1985), „ლომა“ (ბ. რაჭველიშვილი, 1987), „ჩემი ბოშები“ (ლ. გორდელაძე, 1987), „წითელი პატეფონი“ (დ. აბაშიძე, 1995), „სამოთხის გვრიტები“ (გ. ჩოხელი”, 1997, ეფრემა), „მიჯაჭვული რაინდები“ (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016).

მსახიობს ხვალ ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე წმინდა სამების სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

libertynet.ge სამძიმარს უცხადებს გოვენ ჭეიშვილის ოჯახს

 

 


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გარდაიცვალა მსახიობი გოვენ ჭეიშვილი
  • unipress