ევროკავშირი რუსეთის მიერ ყირიმის ტერიტორიაზე ყირიმელი თათრების დაკავების ფაქტს გმობს

ყირიმი

გამოქვეყნებულია  167 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის კანონმდებლობის მოქმედებას არ ცნობს და ელოდება, რომ არაკანონიერად დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის, პიტერ სტანოს განცხადებაში.

პიტერ ​სტანო ასევე წერს, რომ ევროკავშირი რუსეთისგან ყირიმელი თათრების ჯგუფზე ზეწოლას შეწყვეტს და ნახევარკუნძულზე ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის გარანტიასაც ელოდება.

„ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევს, რადგან დაკავება რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მოხდა, რაც საერთაშორისო კანონმდებლობით დაუშვებელია“,- წერს სტანო.

2020 წლის 7 ივლისს ყირიმის ნახევარკუნძულზე მათი სავარაუდო პოლიტიკური კუთვნილების გამო, შვიდი ადამიანი, ძირითადად ყირიმელი თათრები დააპატიმრეს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ევროკავშირი რუსეთის მიერ ყირიმის ტერიტორიაზე ყირიმელი თათრების დაკავების ფაქტს გმობს
  • unipress