ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი

გამოქვეყნებულია  768 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, “ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით”.

ეს კომენტარი ჰარცელმა დღეს, 14 აპრილს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – კარლ ჰარცელი
  • unipress