შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით

ვახტანგ გომელაური

გამოქვეყნებულია  81 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით უკავშირდება ელექტრონული მონიტორინგის დაწესების შემოღებას მოძალადის მიმართ, რომლის მიზანია მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ახალი რეგულაციების თანახმად, ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით.

„სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2020 წლის მეორე ნახევარში, გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური და მოიცვა სამინისტროს ყველა ტერიტორიული დანაყოფი. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანია გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება. წელს კოორდინატორებმა 1000-მდე მოქალაქეს გაუწიეს დახმარება“, – განაცხადა გომელაურმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით
  • unipress