საქართველომ რუსულ სამხედრო ავიაციას საჰაერო სივრცე გაუხსნა

საქართველო

გამოქვეყნებულია  176 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

მედიის ინფორმაციით, საქართველომ თავისი საჰაერო სივრცე გაუხსნა რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებსაც გადაჰყავთ სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ძალები მთიან ყარაბაღში. როგორც ირკვევა, ფრენები ყარაბაღის სამშვიდობო მისიის ფარგლებში განხორციელდა. 10 და 11 ნოემბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა სამხედრო-სატრანსპორტო IL-76-ის ტიპის თვითმფრინავები, რომლებმაც რამდენიმე რეისი შეასრულეს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის მიმართულებით.

ერთ-ერთი თვითმფრინავი მოზდოკიდან, რუსეთის სტრატეგიული ავიაციისთვის განკუთვნილი საჰაერო ბაზიდან გამოფრინდა, მეორე კი ულიანოვსკიდან, 235-ე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაპოლკიდან, საერთო ჯამში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით 6-მა თვითმფრინავმა იფრინა ყარაბაღში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველომ რუსულ სამხედრო ავიაციას საჰაერო სივრცე გაუხსნა
  • unipress