გამოქვეყნდა ფაქსი, რომელშიც ლიონელ მესი "ბარსელონას" გაშვებას თხოვს

ლიონელ მესი

გამოქვეყნებულია  230 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა იმ ფაქსის ფოტო, რომელიც „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ კლუბს გაუგზავნა და რომელშიც ის გუნდიდან გაშვებას ითხოვს.

"აღნიშნულ წერილთან შესაბამისად, მე, ლიონელ ანდრეს მესი, გთხოვთ გააუქმოთ შრომითი ხელშეკრულება. ვიყენებ 24-ე პუნქტს, რომელიც საშუალებას მაძლევს ამ უფლებით ვისარგებლო.

მე ვაფასებ პირადი ზრდისა და პროფესიული მომზადების ყველა შესაძლებლობას, რომელიც სამუშაო დროის განმავლობაში მომცეს. მაგრამ, პირადმა მოტივებმა მაიძულეს მიმეღო ეს რთული გადაწყვეტილება, რომელსაც, იმედია, ხელმძღვანელობა გაგებით შეხვდება", – წერია წერილში.

"ბარსელონაში" ადასტურებენ,რომ მესისგან წასვლაზე ოფიციალური განაცხადი მიიღეს და არგენტინელმა კატალონური კლუბის დატოვება გადაწყვიტა. "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ დირექტორთა საბჭოს საგანგებო კრება მოიწვია, რათა ეს საკითხი განიხილოს. ხელმძღვანელები შეეცდებიან იურიდიულად დაბლოკონ არგენტინელთან კონტრაქტის გაწყვეტა. "ბარსელონას" გულშემატკივრები კი კლუბის ოფისთან იკრიბებიან.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიონელ მესიმ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გამოქვეყნდა ფაქსი, რომელშიც ლიონელ მესი "ბარსელონას" გაშვებას თხოვს
  • unipress