პარლამენტში არ შევდივართ, ერთპარტიული პარლამენტის უფლებამოსილებას 11 დეკემბერს ცნობენ

თეონა აქუბარდია

გამოქვეყნებულია  75 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარტიაში ერთიანი პოზიცია აქვთ იმის თაობაზე, რომ დღევანდელი მოცემულობით, პარლამენტში შესვლას არავინ გეგმავს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა:

"პარლამენტში არ შევდივართ. ერთპარტიული პარლამენტის უფლებამოსილებას 11 დეკემბერს ცნობენ, მაგრამ პარლამენტში შესვლას ამ მოცემულობით არც ერთი არ ვაპირებთ. მოლაპარაკებების პროცესის დასრულებამდე, პარტიაში ეს ერთიანი პოზიციაა და არავინ მერყეობს. თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეული პოლიტიკური პარტია საბოლოდ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.

თქვენ ნახეთ გუშინ ირაკლი კობახიძე, მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა იყო სწორედ მისი განცხადებები, როდესაც დაშინების გზით ესაუბრება მოლაპარაკების მეორე მხარეს. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ჯანსაღი არ არის. ის, რომ ირაკლი კობახიძე ადეკვატური არასდროს ყოფილა, ეს მოცემულობაა. ისიც გვინახავს ხშირად, რომ რაღაცას აცხადებდა და შემდეგ ცვლიდა. თუმცა, გუშინ ეს ირაკლი კობახიძის განცხადებები არ იყო, არამედ, ბიძინა ივანიშვილის. გადაწყვეტილებას იღებს სწორედ ეს ერთი პიროვნება, რომელიც არის ოლიგარქი და რომელიც მართავს არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ხელისუფლებას კულუარებიდან.

გუშინდელი ვითარება ირაკლი კობახიძის განცხადებებიდან გამომდინარე განსხვავებული იყო. სულაც არ იყო ეს ის სულისკვეთება, რასაც ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება ჰქვია. თუ გამოსავალი არ მოიძებნა, ქვეყნისთვის ეს რომ კარგი არ არის, ამაზე ყველა ვსაუბრობთ, მათ შორის ჩვენი პარტნიორები და პატივსაცემი ექსპერტები მეგობარი ქვეყნებიდან. სურვილი არის ის, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი ცივილური ფორმით მოიძებნოს.

ცუდია, რომ ერთმანეთს მედიატორების გარეშე ვერ ვესაუბრებით, ეს არის "ქართული ოცნების"დამსახურება. პრაქტიკაში ეს გაჩნდა სწორედ მათი "ტრიუკების" გამო, რომელიც გასულ წელს იყო. რა თქმა უნდა, აუცილებელია მოლაპარაკებები"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პარლამენტში არ შევდივართ, ერთპარტიული პარლამენტის უფლებამოსილებას 11 დეკემბერს ცნობენ
  • unipress