საბურთალოსა და გლდანის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასი

გამოქვეყნებულია  150 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს საბურთალოსა და გლდანის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის, გაზაფხულის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVაIVბ მიკრორაიონების, 26 მაისის, საზანოს, სამეგრელოს და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საბურთალოსა და გლდანის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
  • unipress