ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დიალოგი გვესმის, როგორც ცარიელი ვერბალური სიტყვა, რომლის შინაარსიც არ არსებობს

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  124 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დიალოგი გვესმის, როგორც ცარიელი ვერბალური სიტყვა, რომლის შინაარსიც არ არსებობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის საკითხის კომენტირებისას განაცხადა:

„ისინი არ საუბრობენ შინაარსზე. სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ ისინი ამ სიტყვას უბრალოდ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამბობენ, რომ აი, ჩვენ დიალოგზე ვსაუბრობთ და ოპოზიცია არ მოდის. ეს ნაცადი ხერხია და ჩვენს პარტნიორებსაც კარგად ესმით, რომ შიგნით შინაარსი არ დევს. ხელისუფლებას ჯერ მზაობა არ გამოუვლენია სერიოზულად მოეკიდოს იმ პრობლემას, რაც 31 ოქტომბრის ტოტალურად გაყალბებული არჩევნები და მისი შედეგებია. დიალოგისთვის მზადყოფნა ყველა პარტიამ გამოთქვა, დიალოგის თემა- ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება იქნება, ამიტომ თუ ამაზე არის თანხმობა, რომ ვისაუბროთ, მზად ვართ ამისთვის“

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დიალოგი გვესმის, როგორც ცარიელი ვერბალური სიტყვა, რომლის შინაარსიც არ არსებობს
  • unipress