ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ

ჯანმო

გამოქვეყნებულია  177 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა, რითაც ის ჩინეთის ხელისუფლების მიერ გაყინულ საკვებ პროდუქტებში კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები შესაძლოა საკვებისგან დაინფიცირდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ, ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ქათმის ხორცი ერთ-ერთ უდიდეს ბრაზილიულ კომპანია Aurora-ს ეკუთვნის. კომპანიის განმარტებით, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ისინი პეკინისგან ახსნა-განმარტებას ელოდებია

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ
  • unipress