ავტოსაგზაო შემთხვევები მეცნიერულად უნდა იყოს შესწავლილი

ლელო

გამოქვეყნებულია  281 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ ბრიფინგზე ავტოსაგზაო შემთხვევების მძიმე სტატისტიკისა და საგზაო უსაფრთხოების რეფორმირებაზე ისაუბრეს:      

"მოქმედი და ყველა წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურმა და გულგრილმა დამოკიდებულებამ შედეგად მოიტანა უმძიმესი სტატისტიკა. ამის უმთავრესი მიზეზი არის: ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მძღოლების პროფესიული მომზადების მაღალ სტანდარტს. შედეგად, მძღოლთა მომზადების დაბალი დონე და დაბალი კვალიფიკაცია არის ტრაგედიების ერთ-ერთი მიზეზი; გამოცდების ჩატარების საბჭოური წესი. საგამოცდო ბილეთები იბეჭდება წინასწარ, რასაც იზეპირებს პირი და გადის გამოცდაზე. მსგავსი რამ არ ხდება ევროპის არცერთ ქვეყანაში. ცხადია, წინასწარ დაზეპირებული ბილეთები ვერ უზრუნველყოფს საკითხის სწავლასა და გააზრებას; მოუწერიგებელი გზა და მისი ინფრასტრუქტურა (ნიშნები, მონიშვნა, შუქნიშნები), რაც არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის მოთხოვნებს; არ არსებობს უწყება, რომელიც აკეთებს ავტოსაგზაო შემთხვევების მეცნიერულ შესწავლას, ანალიზს და პრევენციული ღონისძიებების სისტემურ დაგეგმვას. შსს მხოლოდ სტატისტიკას აღრიცხავს. ვიცით რამდენი გარდაიცვალა და რამდენი დაშავდა. მაგრამ რატომ გვაქვს ასეთი კატასტროფული სტატისტიკა და როგორ გავაკეთოთ პრევენცია, ამაზე არავინ ფიქრობს.

საბჭოური საგამოცდო სისტემის შეცვლა. წინასწარ დაბეჭდილი და დაზეპირებული ბილეთების ნაცვლად, მომავალ კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს მხოლოდ გააზრებული ცოდნის საფუძველზე; მძღოლის პროფესია უნდა გახდეს რეგულირებადი პროფესია, რადგან ის ევროპული სტანდარტით ითვლება მომეტებული საფრთხის პროფესიად; სწავლება ლიცენზირებულ სკოლაში სერთიფიცირებული მასწავლებლებისგან​; გამოცდა ქალაქის პირობებში. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ქალაქის პირობებში. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გაზრდილიყო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დღემდე ეს ვალდებულება არ არის შესრულებული; უნდა შეიქმნას ერთი სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: შემთხვევების მეცნიერული ანალიზი და პრევენცია, საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგება"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ავტოსაგზაო შემთხვევები მეცნიერულად უნდა იყოს შესწავლილი
  • unipress