ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი - ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია

ბელარუსი

გამოქვეყნებულია  187 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

კომისიის ცნობით, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 84,23 პროცენტი შეადგინა.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ქალაქები საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ამასთანავე, ბელარუსში სახელმწიფო და კერძო საინფორმაციო სააგენტოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდებზე წვდომა შეზღუდულია

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი - ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია
  • unipress