ვიმედოვნებ, ოპოზიციის წარმომადგენლები კარგად აუხსნიან ამომრჩევლს, რას მოუტანს მათი არჩევა

კელი დეგნანი

გამოქვეყნებულია  103 ნახვა განახლებულია 12 თვის წინ

ვიმედოვნებ, ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანენ არჩევის შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანმა უპასუხა კითხვას, რომელიც ოპოზიციაში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეუთანხმებლობას ეხებოდა. საპასუხოდ ელჩმა აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიული პროცესის მახასიათებელია:          

„ეს არის სწორედ დემოკრატიული პროცესის დამახასიათებელი. ეს არის კომპრომისი პარტიებს შორის, ეს არის იმ საკითხების განხილვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვის და იმ პლატფორმებით წარდგენა, რომლებიც პრიორიტეტულია ამომრჩევლებისთვის, იმის განმარტება, თუ როგორ აპირებენ სხვადასხვა პარტიები, საუკეთესოდ წარმოადგნინონ ეს პრიორიტეტები. დათმობები, რომელიც ახლა ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, ჯანსაღი პროცესია. ვიმედოვნებ, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანენ მათ არჩევის შემთხვევაში“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვიმედოვნებ, ოპოზიციის წარმომადგენლები კარგად აუხსნიან ამომრჩევლს, რას მოუტანს მათი არჩევა
  • unipress