ნებისმიერი კომენტარი, რომელიც შტატებიდან მოდის, არის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საქართველოს წარმატების ხილვა სურთ

კელი დეგნანი

გამოქვეყნებულია  402 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც შტატებიდან მოდის, არის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საქართველოს წარმატების ხილვა სურთ. მისი განმარტებით, ადამიანების ამ ჯგუფს სურს იხილოს, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას. ამის შესახებ ელჩმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:       

„დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი განცხადება და კომენტარი, რომელიც მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე და სურთ იხილონ, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას და სურთ იხილონ, რომ საქართველო ცდილობს იმ ოცნებების ასრულებას, რომელიც თვითონვე ჩაიფიქრა - შექმნას თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც სთავაზობს მოსახლეობას მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელსაც მოსახლეობა იმსახურებს. ამერიკიდან მომავალი ნებისმიერი კომენტარი, სავარაუდოდ, ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გაგებული.

მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და გვაქვს წარმატებული კომუნიკაცია, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას. მივიჩნევ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საკმაოდ კარგი არხი გვაქვს და როდესაც რაღაც საკითხი წამოიჭრება, ამას საკმაოდ ღიად განვიხილავთ". 

ელჩმა ასაევე ღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება ქვეყნის ინტერესშია და ეს საკითხი დამატებით განმარტებებს აღარ საჭიროებს:

„მხარეებს არ სჭირდებათ ამ შეთანხმების კიდევ განმარტება. ორივე მხარემ იცის, რაზე შეთანხმდნენ. 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ნებისმიერი კომენტარი, რომელიც შტატებიდან მოდის, არის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საქართველოს წარმატების ხილვა სურთ
  • unipress