ლუკაშენკომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა

ბელარუსი

გამოქვეყნებულია  250 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ალექსანდრ ლუკაშენკომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ჩამოყალიბებული 35-კაციანი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი, რომლის წევრები ხელოვანები, მწერლები და ბიზნესმენები არიან, ხელისუფლების მიტაცებაა და რომ „ცხელი თავების გასაგრილებლად“ ყველა საშუალება აქვს.

“ისინი მხოლოდ ხელისუფლების გადაცემას ითხოვენ. მათი მიზანი ნათელია : ეს არის ხელისუფლების მიტაცების მცდელობა მთელი თავისი შედეგებით,“- განაცხადა ლუკაშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთ საზღვართან სამხედრო დანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არის მოყვანილი, მას სურს განიხილოს ვითარება არა მხოლოდ ბელარუსის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი საზღვრებზე.

"დასავლური ქვეყნების ლიდერები ბელარუსის შესახებ განცხადებებს აკეთებენ. ეს განცხადებები ადასტურებს, რომ პრეზიდენტი მართალი იყო. ჩვენ ამაზე რეაგირება მოვახდინეთ და  დასავლეთ საზღვარზე ჩვენი არმიის დანაყოფები განვათავსეთ, ისინი სრულ მზადყოფნაში მოვიყვანეთ" - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებს კოორდინირებული ქმედებები უწოდა:     

"ანუ დღეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც, გვექმნება პრობლემები. ჩვენ ღიად დავინახეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად კოორდინირებული ქმედებები, თუმცა ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის. მოვლენები შესაბამისად განვითარდება, თუმცა გვესმის, რა მიმართულებით".

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არჩევნებზე ხმების მასობრივი გაყალბება მოხდა და გამარჯვებული არა ალექსანდრე ლუკაშენკო, არამედ ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ლუკაშენკომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა
  • unipress