ოპოზიციური პარტიები საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ

ირაკლი ოქრუაშვილი

გამოქვეყნებულია  227 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. განცხადება ამის შესახებ მედიასთან, "ლეობორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე, "ლეობორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა:      

"ცხელი ზაფხულითა და მძიმე ამბებით დაზაფრული ჩვენი საზოგადოება გვინდა გავახაროთ. ეს მაინც მოხდა - ოპოზიცია დედაქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმდა სრულად და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი დაკარგული აქვს.

ეს შევა ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში და შევა პოლიტიკის სახელმძღვანელოებში. საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი, ყველა ხელისუფლებასთან – ირაკლი ოქრუაშვილი და დარწმუნებული ვართ, მას იქ გამარჯვება ელოდებათ. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოპოზიციის კანდიდატი იქნება ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ და რომლის აქტიურობითაც მოხიბლული ვართ ყოველთვის".

ცნობისთვის, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე მიღებულ იქნა დეკლარაცია ოპოზიციური ხმების დაცვაზე.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოპოზიციური პარტიები საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ
  • unipress