უმკაცრესად დაისჯება ოცნება ამ კორონათაღლითობისთვის

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  116 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გაგრძელებასთან დაკავშირებით მთავრობას აკრიტიკებს. უგულავას თქმით, ამ გადაწყვეტილებით მოხდება რეგიონებიდან სტუდენტების თავმოყრა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ არჩევნებზე ახალგაზრდები არ დაბრუნდნენ უკან და ოცნებას „პანჩური არ ხიონ“.

"თქვენი თაღლითი დედა ვატირე. უკვე ერთი კვირაა რექტორები, ექიმები, პარტიები, არასამთავროები გეუბნებით, რომ 19 ოქტომბერს უმაღლესში ტრადიციული წესით სწავლების დაწყება სარისკოა, რადგან მაქსიმუმ ერთ კვირაში შეწყვეტა მოგვიწევდა.

18 ოქტომბერს საღამოს რომ აცხადებ, ეს ნიშნავს, რეგიონებიდან სტუდენტების თავმოყრას, მხოლოდ ერთი მიზნით, 31-ში უკან არ დაბრუნდნენ, რომ ოცნებას პანჩური არ ხიონ არჩევნებზე. ამისთვის გაწირეთ სტუდენტები, რადგან თუ სადმეა ეპიცენტრი ეს თბილისშია. უმკაცრესად დაისჯება ოცნება ამ კორონათაღლითობისთვის. დაბრუნდებიან სტუდენტები თავისი რეგისტრაციის მისამართებზე და მშობლებთან ერთად, ბებია ბაბუებთან ერთად ოცნებას წირვას გამოუყვანენ. ასე იქნება ეს!" -აცხადებს უგულავა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • უმკაცრესად დაისჯება ოცნება ამ კორონათაღლითობისთვის
  • unipress