ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", მოეშვით ხალხის დაშინებას, კომისიის წევრების დაშინებასა და მათზე ზეწოლას, ამას ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება ყველა საარჩევნო სუბიექტის მხრიდან

ხათუნა გოგორიშვილი

გამოქვეყნებულია  156 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე შესაძლო მანიპულაციას ეხმაურება.

გოგორიშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, გამგეობისა და მერიის თანამშრომლები, არჩევნებზე იდგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ბეიჯებით და წინასწარ დაშინებულ ადამიანებს  აიძულებენ რომ კაბინიდან გამოსვლისას მათ დაანახონ ბიულეტენი, ნამდვილად შემოხაზეს თუ არა ქართული ოცნება.

გოგორიშვილი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ შეეშვან ამგვარი მეთოდების გამოყენებას, რადგან თითოეულ ასეთ შემთხვევაზე იქნება მკაცრი რეაგირება.

„ხელისუფლება მიხვდა, რომ აგებს არჩევნებს და საარჩევნო დღისთვის გასცა განკარგულება თავის აქტივისტებსა და კოორდინატორებზე, რომლის მიხედვითაც რწმუნებულები, მერიის და გამგეობის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ბეიჯებით იდგებიან კაბინასთან და ადამიანების, რომელთაც პირობა ჩამოართვეს, რომ ქართულ ოცნებას შემოხაზავენ, ადამიანები, რომელთაც არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ 41 შემოხაზონ, აიძულეს, რომ კაბინიდან გამოვიდნენ გახსნილი ბიულეტენებით და აჩვენონ მათ ეს ბიულეტენები, იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ქართულ ოცნებას მისცეს ხმა.

ეს არის კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევა, საკითხი შეეხება ფარულობის დარღვევას, რომელიც არის დასჯადი ქმედება და წესით, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამაზე უნდა მოახდინონ რეაგირება და ადამიანი, რომელიც აიძულებს ადამიანს, რომ გახსნილი ბიულეტენი დაანახოს , უნდა გააძევონ უბნიდან.

თუმცა, ქართული ოცნება ყველას არწმუნებს და ამბობს, რომ ყველა საუბნო კომისია არის დაკომპლექტებული ქართული ოცნების მომხრეებით და საკმარისია რომელიმე პარტიის წარმომადგენელმა ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გააპროტესტოს აღნიშნული კანონდარღვევა, რომ საუბნო კომისია დაუყონებლივ უყრის კენჭს და გააძევებს ასეთ ადამიანს უბნიდან, იმის მაგივრად, რომ რეაგირება იყოს კანონის დამრღვევზე, რეაგირება იქნება კანონის დარღვევის აღმკვეთის მომხრეზე.

მინდა გავაფრთხილო საუბნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც გაფრთხილებულია და ასეთი ინსტრუქცია მიიღო. გუშინ მე შევხვდი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, კონკრეტული გვარები, სახელები და ფაქტები მივაწოდე სად, ვინ და როგორ აპირებს ამ სქემის განხორციელებას და მისი მხრიდანაც მივიღე თანხმობა, რომ ამაზე იქნება მკაცრი რეაგირება. ეს რეაგირება არის როგორც ფულადი ჯარიმა, ასევე საარჩევნო კომისიაში მოქმედების სამუდამო აკრძალვა.

"ევროპული საქართველოს" მხრიდან და სხვა ოპოზიცური პარტიების სახელით, მინდა დავამატო და გავაფრთხილო, რომ ეს არის საფუძველი, რომ თითოეული ასეთი ბიულეტენის გაბათილება მოვითხოვოთ და უფრო მეტიც, თუ ამას ექნება მასიური ხასიათი, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ აღნიშნული უბნის შედეგების მთლიანად გაბათილებას, რადგან ამას არჩევნები არ ჰქვია, ამას ჰქვია იძულებითი ხმის მიცემა და არჩევნები ზოგადად არის ამომრჩეველთა ნების გამოხატულება და არა იძულების გამოხატულება.

ასე, რომ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", მოეშვით ხალხის დაშინებას, ხალხზე ზეწოლას, კომისიის წევრების დაშინებასა და მათზე ზეწოლას, იმიტომ, რომ ამას ნამდვილად ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება ყველა საარჩევნო სუბიექტის მხრიდან.“ - განაცხადა გოგორიშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", მოეშვით ხალხის დაშინებას, კომისიის წევრების დაშინებასა და მათზე ზეწოლას, ამას ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება ყველა საარჩევნო სუბიექტის მხრიდან
  • unipress