შეთანხმება არ მიიღწევა, თუ ერთი მხარე მეორეს ემუქრება და მის დასჯას ცდილობს

ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნებულია  249 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს იმიტომ, რომ მთავარი საკითხი, რომელიც არის ვადამდელი არჩევნების თარიღზე შეთანხმება, ღიად რჩება,- ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა:

"ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის მოქნილი მიდგომა იყო ამ საკითხის მიმართ. მთავარია, რომ შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე და იმაზე, რომ ის უნდა ჩატარდეს ახალი სისტემით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და უნდა ჩატარდეს შეცვლილი კანონმდებლობით. ეს არის აუცილებელი კომპონენტი იმისათვის, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიოთ. მეხუთე რაუნდისთვის მზადყოფნა იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მხარე უნდა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების ვადაზე. „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, მუქარა იმის შესახებ, რომ ვინც ბოიკოტს გააგრძელებს, მას პარტიული დაფინანსება შეუწყდება და არ მიიღებს საეთერო დროს და სხვა დამაზიანებელი ნაბიჯები მოლაპარაკებების პროცესისათვის, ხელს არ უწყობს იმას, რომ ჩვენ შეთანხმებამდე მალე მივიდეთ. მე ვფიქრობ, რომ ძალის ასეთი დემონსტრირება უნდა დამთავრდეს, ორივე მხარემ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს უამრავ გამოწვევას, რომელიც ახლა ჩვენ წინაშეა. საზოგადოების კონსოლიდაცია პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება. პოლიტიკური შეთანხმებისთვის კი აუცილებელია შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე.

რაც შეეხება, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას, ამ საკანონმდებლო ინიციატივების ავტორებს მიაჩნიათ ალბათ, რომ ოპოზიცია უფრო დამყოლი გახდება, თუმცა ჩემი აზრით, უკუეფექტს იძლევა ასეთი ინიციატივები. უფრო მეტად იწვევს არსებული დაპირისპირებების კიდევ უფრო გაზრდას. ეს ხელს უშლის იმას, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მტრობის ეპოქა და გადავიდეთ იმ ეტაპზე, როდესაც პოლიტიკური პარტიები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს და ეს კონკურენცია მდგომარეობს იმაში, ვის უკეთესი პროგრამა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში. მინდა მოვუწოდო “ქართული ოცნების” ლიდერებს, ვინც ასეთი საკანონმდებლო ინიციატივების ინიციატორები არიან, რომ შეაჩერონ სადამსჯელო ღონისძიებები. ეს, რა თქმა უნდა, მათი ნებაა. შეთანხმება არ მიიღწევა თუ ერთი მხარე მეორეს ემუქრება და ცდილობს მის დასჯას"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • შეთანხმება არ მიიღწევა, თუ ერთი მხარე მეორეს ემუქრება და მის დასჯას ცდილობს
  • unipress