არჩევნებზე 2-იანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს, ხმის მიცემას ცვლილებებისთვის

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  179 ნახვა განახლებულია 12 თვის წინ

დღეს, "ევროპულმა საქართველომ" პარტიული სია წარადგინა. "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდა სპიკერის, თათია ვახტანგაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილ  უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს სჭირდება  ცვლილებები, ხოლო როგორც ვახტანგაძემ აღნიშნა, სწორედ "ევროპული საქართველოა" ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს და იქნება კომპასი უკეთესი მომავლისაკენ.

თათია ვახტანგაძის თქმით, ევროპული საქართველოსთვის პრიორიტეტი არის არა თანამდებობები, არამედ მოქალაქეები, ამიტომ, როგორც ვახტანგაძემ აღნიშნა, მან საზოგადოებას წარუდგინა არა პარტიული სია, არამედ ძლიერი გუნდი, რომელიც მოუტანს ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.

„დღეს საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულწრფელად იტყვის, რომ ცვლილებები არ გვჭირდება. იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, რამდენად მძიმეა რეალობა - 10 ადამიანიდან 6 არის უმუშევარი, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი, 800 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში, გაზრდილია კრიმინალის დონე, გაუფასურებულია ლარი, გაზრდილია ფასები ყველა პროდუქტზე.

ყველას - ახალგაზრდას, ხნიერს, შეძლებულს, ღარიბს - ყველას გვჭირდება ცვლილებები, რომლის შედეგადაც

• ყველა ჩვენგანის ოჯახს ექნება უკეთესი შემოსავალი,

• ყველა ჩვენგანი იგრძნობს თავს უსაფრთხოდ და დაცულად,

• ყველა ახალგაზრდას გვექნება ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება.

ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების გუნდს და დღეს ერთადერთი ასეთი გუნდი არის ევროპული საქართველო. არჩევნებზე 2-იანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ხმის მიცემას ცვლილებებისთვის.

საპარლამენტო არჩევნების წინ, როგორც წესი, პარტიები წარადგენენ საპარლამენტო სიას. ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ პრიორიტეტი ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა - თანამდებობა ან სიის ნომერი. სწორედ ამიტომ დღეს მე არ წარმოგიდგენთ პარტიულ სიას. თუმცა მაქვს პატივი, რომ წარმოგიდგინოთ ის ძლიერი გუნდი, რომელიც თქვენი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს და იქნება გარდამტეხი ცვლილებების კომპასი უკეთესი მომავლისთვის.“ -  განაცხადა თათია ვახტანგაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • არჩევნებზე 2-იანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს, ხმის მიცემას ცვლილებებისთვის
  • unipress