ბელარუსში კიბერაქტივისტებმა სახელისუფლებო მედიის ტრანსლირება დაჰაკეს და გაუშვეს კადრები სადაც დემონსტრანტებზე ძალადობენ

ბელარუსი

გამოქვეყნებულია  286 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ბელარუსში კიბერაქტივისტებმა სახელისუფლებო მედიის ტრანსლირება დაჰაკეს და გაუშვეს კადრები სადაც დემონსტრანტებზე ძალადობენ. ინფორმაციას ადგილობრივი ოპოზიციური გამოცემა TUT.BY ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გუშინ, 26 სექტემბერს სახელისუფლებო მედიის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის ინტერვიუ გადიოდა, ონლაინტლანსრილებისას ის გაქრა და ძალადობის კადრები გამოჩნდა. მათი თქმით, ტელეგრამარხზე "კიბერპარტიზანები" გამოჩნდა პოსტი, სადაც ეწერა, რომ თუ სახელისუფლებო მედიას სიმართლის ჩვენება არ სურდა, ამათ მათ ნაცვლად ისინი იზამდნენ.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი ფორმით ორი არხის ვებგვერდი დაჰაკეს, რის შემდეგაც ორივე მიუწვდომელი გახდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება, მოსახლეობა არ აღიარებს ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტად. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰაკერები პროსახელისუფლებო და სახელისუფლებო აქტორებს დაესხნენ თავს. აქამდე მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიც გატეხეს, სადაც ლუკაშენკო და მისი რეჟიმის წარმომადგენლები ძებნილებად ჩაწერეს, მოგვიანებით კი მაღალჩინოსნების პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბელარუსში კიბერაქტივისტებმა სახელისუფლებო მედიის ტრანსლირება დაჰაკეს და გაუშვეს კადრები სადაც დემონსტრანტებზე ძალადობენ
  • unipress