მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიის მიმართულებით, სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდება

განათლება

გამოქვეყნებულია  244 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი, ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა, დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, რომ სასწრაფოდ შევძლოთ ამ ჯგუფების იდენტიფიცირება და დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთუ რეისი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება არა მხოლოდ საქართველო, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც. ბევრი ქართველი სტუდენტი, რომელიც დღეს იმყოფება საქართველოში, მაგრამ განათლებას იღებს ევროპაში ან შრომობს ევროპაში განათლების მიღებასთან ერთად, მათ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა.

მოგეხსენებათ, რამოდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა ასეთმა ჯგუფმა სტუდენტებისა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში შრომის ნებართვა და მათ უბრალოდ ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა და მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი და ახალგზარდობის სააგენტოს ორგანიზებით, ჩვენ ერთი რეისი ბერლინში შევასრულეთ.

ახლა დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი, ასევე გერმანიიის მიმართულებით. მინდა, დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, რომ სასწრაფოდ შევძლოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთუ რეისი.

ამასთან, რამდენიმე კომენტარი და რამდენიმე თხოვნაა უნგრეთში მცხოვრები და განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენ ასევე უნდა დავაიდენტიფიციროთ იქ სტუდენტების რა რაოდენობაა და თუ საჭირო იქნა, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომლის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი" -  განაცხადა გახარიამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიის მიმართულებით, სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდება
  • unipress