ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება, ეს არის მათი ბოლო ორი თვე

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  152 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება, ამრიგად და ეს არის მათი ბოლო ორი თვე.

სერგი კაპანაძის თქმით, ამ თარიღის გამოცხადებით, მხოლოდ ტექნიკური პროცედურები იცვლება და პარტიას შეეძლება პლაკატების გაკვრა და ამაში ხელისუფლება პარტიებს ვეღარ შეზღუდავს. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ მთავარია იმ მიმართულების შეცვლა, რომელიც დღეს ქართულ ოცნებას აქვს აღებული და თუკი ეს არ შეიცვლება, ქვეყანა აღმოჩნდება წუმპეში, რომლიდან ამოძრომაც შეუძლებელი იქნება.

"ამ თარიღის გამოცხადებით "ევროპული საქართველოსთვის" არაფერი არ იცვლება, ჩვენი კამპანია უკვე დიდი ხანია მიდის და ცვლილებები რომ საჭიროა ყველას კარგად ესმის და ამ ცვლილებებს სჭირდება განხორციელება, ეს არასწორი მიმართულება უნდა შემოვატრიალოთ და უნდა წავიდეთ სწორი მიმართულებით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, თუკი გვსურს, რომ ისეთ წუმპეში აღმოვჩნდეთ, საიდანაც ამოძრომა იქნება შეუძლებელი. თვითონ ამ თარიღის გამოცხადება უკვე ოფიციალურად ხსნის საარჩევნო კამპანიას, შესაძლებელი იქნება უკვე საარჩვენო პლაკატების განთავსება და ასევე სხვა პროცედურები, რაც რეალურად არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ თარიღის გამოცხადების შემდეგ უკვე ოფიციალურად დაიწყება ათვლა "ქართული ოცნების" ბოლო ორი თვის ხელისუფლებაში, რადგან 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოცნება აუცილებლად დამარცხდება და ეს არის მათი ბოლო ორი თვე," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება, ეს არის მათი ბოლო ორი თვე
  • unipress