საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვების დატოვებას, საკანონმდებლო უზრუნველყოფა სჭირდება - ირაკლი კობახიძე

საგანგებო მდგომარეობა

გამოქვეყნებულია  430 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, გარკვეული შეზღუდვები დარჩება, პარლამენტში ინიცირებულია და მას მომავალ კვირაში მიიღებენ.      

„მნიშვნელოვანია, რომ უქმდება საგანგებო მდგომარეობა მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს გვაძლევს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შესაძლებლობას. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარჩება მთელი რიგი შეზღუდვები და მათ ძალაში დატოვებას სჭირდება საკანონმდებლო უზრუნველყოფა. საუბარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. შესაბამისი კანონპროექტი არის უკვე მომზადებული და ინიცირებული და მომდევნო კვირაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მივიღებთ ამ პაკეტს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას მისი პარლამენტში მისვლის თაობაზე:

„უკვე არის შემოსული ორი შეკითხვა ინტერპელაციის წესით. გარდა ამისა, ივნისში პრემიერი წარდგება ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტის წინაშე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრემიერის სტუმრობა და ის პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან და ასევე, ინტერპელაციასთან და ჩვენ დიდი ინტერესით ველით პრემიერს საქართველოს პარლამენტში“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვების დატოვებას, საკანონმდებლო უზრუნველყოფა სჭირდება - ირაკლი კობახიძე
  • unipress