რეკორდული გაუფასურების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობი

გამოქვეყნებულია  215 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

რეკორდული გაუფასურების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა. 21 აპრილს აზიურ ბირჟებზე ამერიკული ნავთობი (WTI) 1.10 დოლარი ღირდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულად შემცირდა. შედეგად, ნავთობის ფასი 0-ს ქვემოთ ჩამოვიდა. 20 აპრილს დღის ბოლოს, ნიუ იორკის ბირჟაზე ერთი ბარელი WTI-ი -37,63 დოლარი ღირდა.

ნავთობის გაუფასურების შესაჩერებლად „შავი ოქროს“ ექსპორტიორი ქვეყნები და მათი პარტნიორები მაისსა და ივნისში მოსაპოვებელი ნავთობის შემცირებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ეს შეთანხმება ჯერ ფასების დინამიკაზე არ ასახულა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რეკორდული გაუფასურების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა
  • unipress