ერთიმხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ გაზარდა რუსეთზე დამოკიდებულება და მეორემხრივ, როგორც ჩანს ჰესებსაც ვერ აშენებს

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  103 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი, სერგი კაპანაძე, ევროპული ბანკების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნენსკრა ჰესი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გაზარდა რუსულ ენერგო პროდუქტზე დამოკიდებულება და ამასთან, ჰესების აშენების სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართლი ოცნება საქართველოს მძიმე უფსკრულისაკენ მიაქანებს, რომლის შეცვლასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„ეს დასკვნა არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ როგორი არაკომპეტენტური ხელისიფლება გვყავს, რომელსაც არანაირი ხედვა არ გააჩნია ქვეყანა როგორ წაიყვანის წინ. ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, მიუხედავას იმისა, რომ ყველა ვიცით უნდა გვქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა, უნდა გვქონდეს ჰესები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ერთიმხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ გაზარდა რუსეთზე დამოკიდებლება და მეორემხრივ, როგორც ჩანს ჰესებსაც ვერ აშენებს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ მიგვაქანებს უფსკრულისაკენ და ამ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომელშიც ვართ, ის არათუ დაძლევს ამას, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები ოქტომბრის არჩევნებზე.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ერთიმხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ გაზარდა რუსეთზე დამოკიდებულება და მეორემხრივ, როგორც ჩანს ჰესებსაც ვერ აშენებს
  • unipress