ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, COVID-19 სასწრაფო დახმარების ცხრა თანამშრომელს დაუდასტურდა, ყვარელში კი ერთს. ინფიცირებული პირები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება.
COVID-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული
0 კომენტარი