"ევროპულმა საქართველომ" ჭიათურის მერიის წინ აქცია გამართა

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  296 ნახვა განახლებულია 12 თვის წინ

"ევროპულმა საქართველომ" ჭიათურიის მერიიის წინ აქცია გამართა მერიაში არსებული კორუფციული მდგომარეობისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტების გასაპროტესტებლად.


"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანის თქმით, დღეს ჭიათურის მერიაში არის მრავალი კორუფციული სქემა, რომელიც დაკავშირებულია ჭიათურის მერთან. რატიანმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ხდება მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება.
რატინის თქმით, "ევროპული საქართველოს" მოთხოვნაა, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე.


"დღეს ჭიათურის მერიაში არის კორუფცია და ეს ქალაქი უნდა განთავისუფლდეს ამ ადამიანებისაგან. დღეს ვერ მოიგებ ტენდერს, თუ არ ხარ ან კლანის წევრი, ან პარტიის შემომწირველი. 40 მილიონია დახარჯული და საბაგირო ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, მაშინ როდესაც არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ცენტრალური
და ადგილობრივი ხელისუფლება იპარავს საერთაშორისო დონორებისაგან მიღებულ თანხას, გადასახადების გადამხდელების თანხას.
"ევროპული საქართველო" მოითხოვს, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, რათა დამთავრდეს ამ ქალაქში კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა და ხალხის ფულის მოპარვა ხორციელდება საჩხერესა და ჭიათურაში ადამიანებზე ზეწოლა, ხდება მათი დაშინება, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ ადამიანებმა ოპოზიციურ ძალებს.
ამ მძიმე კორუფციას, ნეპოტიზმს და სოციალურ გაჭირვებას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც აუცილებლად მოვა 31 ოქტომბერს.“ -განაცხადა სერგო რატიანმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ევროპულმა საქართველომ" ჭიათურის მერიის წინ აქცია გამართა
  • unipress