სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს

ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნებულია  167 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, დარჩით სახლში და იყავით რაც შეიძლება იზოლირებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან.

"ინფიცირებულებიდან ძირითადი ნაწილი გახლავთ სიმპტომური ავადმყოფები. ეს სიმპტომები გახლავთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ეს სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია ის დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, რომ ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი იმართოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

."თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. პირბადე რჩება დაცვის საუკეთესო საშუალებად. პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში, ის პროგნოზები, რაც გვაქვს და არ არის დამამშვიდებელი პროგნოზები, შემცირდება. თუ ჩვენი თანამოქალაქეების 90 პროცენტზე მეტი პირბადით იქნება იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70 პროცენტით.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ განხორციელდა სტრატეგიის შეცვლა და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დიაგნოსტიკაში დაინერგა. ევროკავშირმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის ქვეყნებშიც სწრაფი ტესტები დაიგეგმება დიაგნოსტიკაში", - განაცხადა უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს
  • unipress