დევნილებს სჭირდებათ არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური, მორალური და სოციალური მხარდაჭერა

დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია  182 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

28 სექტემბერს "ევროპული საქართველოს" ოფისში შედგა პარტიის საარჩევნო პროგრამის ანტისაოკუპაციო და დევნილების მიმართ მიძღვნილი ნაწილის პრეზენტაცია.

პროგრამა შემუშვებულია პლატფორმა აფხაზთა კრების მონაწილეობით, რომლის დამფუძნებელი მალხაზ პატარაია წარმოდგენილია ევროპული საქართველოს პარტიულ სიაში. შეხვედრას დაესწრნენ აფხაზთა კრების წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტიისათვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ევროპულ საქართველოს შემოუერთდა აფხაზთა კრება. ბაქრაძის თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს მომზადებული ცალკე პროგრამა დევნილებისათვის და ამ პროგრამაში გათვალისწინებულია ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს ამ ადამიანებს.

„ევროპული საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ჩვენ შემოგვიერთდა აფხაზთა კრება, ამასთან ერთად, ცალკე პროგრამა გვაქვს მომზადებული დევნილებისათვის, რადგან დევნილები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან და რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური, მორალური და სოციალური მხარდაჭერა.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს მომზადებული ცალკე პროგრამა დევნილებისათვის, ყველა იმ პრობლემის მიხედვით, რომელიც დღეს ამ ადამიანებს აწუხებთ და გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებით უნდა მოვუტანოთ ქვეყანას, უნდა იყოს ასევე გარდხამტეხი ცვლილებები დევნილებისათვის, მათ შორის იმ დამატებითი პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც დევნილებს გააჩნიათ, დაწყებული ქონების დაკანონებით და ბინების გადაცემით და დასრულებული დევნილთა შემწეობით და ვეტერანის პენსიის გაორმაგებით.

 „ევროპული საქართველოს“ უპირველეს ამოცანასა და მიზანს წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების სრული, უპირობო დეოკუპაცია.

მანამდე ევროპული საქართველო ხელისუფლებში მოსვლიდან 100 დღის ვადაში:

❖ მივიღებთ კანონს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პერიოდული და პირდაპირი გზით არჩევნების შესახებ და აღნიშნული კანონით დევნილებს წარმომადგენლობით ორგანოში დავუბრუნებთ აქტიურ საარჩევნო  უფლებას;

❖ გავატარებთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმას და გავზრდით ლეგიტიმური ხელისუფლების ბიუჯეტს აუცილებელ პროგრამებისთვის.

❖ გავაორმაგებთ დევნილთა დახმარებას;

❖ საარსებო შემწეობის მიღება აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის მიღების შეჩერებას;

❖ დავიცავთ დევნილთა უფლებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე;

❖ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულება განისაზღვრება ამ პარლამენტის მუშაობის 4 წლიანი პერიოდით, რისთვისაც სახელმწიფო საჭირეობის შემთხვევაში გამოიყენებს უცხოურ დახმარებას და/ან კრედიტს; ​

❖ დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას, რადგან ბინით უზრუნველყოფა არ ცვლის მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;

❖ დევნილის სტატუსი პროაქტიულად (შემდგომი გადახედვის გარეშე) მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ შთამომავლებს, მიუხედავად დაბადების ადგილისა.

ევროპული საქართველოს ინიციატივით, შეიქმნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, ვინც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულები.

❖ სია უნდა გაფართოვდეს განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართულებით და გახდეს ჩვენი მოქალაქეების დაცვის გარანტი.

❖ ჩვენ ვმუშაობთ ამ სიის 1000-მდე კანდიდატზე.

❖ ჩვენ დავიწყებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა საკუთრების საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რაც იქნება დევნილთა უფლებების დაცვის გარანტია და რუსეთზე სანქციების დაკისრების ბერკეტი.

გარდამტეხი ცვლილებების დროა. ევროპული საქართველო იქნება თქვენი კომპასი ამ ცვლილებებისთვის!“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დევნილებს სჭირდებათ არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური, მორალური და სოციალური მხარდაჭერა
  • unipress