მთავრობას მივმართეთ თხოვნით, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპის“ გამოყენებით, მგზავრებისთვის სრულიად უსასყიდლოდ განვახორციელოთ ხუთი რეისი

თინა ბოკუჩავა

გამოქვეყნებულია  135 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, რომ მიეცეთ შესაძლებლობა უკრაინული ავიაკომპანიის დახმარებით, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან სრულიად უსასყიდლოდ საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანონ:           

„მივმართეთ თხოვნით, როგორც ეს დეკრეტშია მოთხოვნილი ყველა ამ წესის დაცვით, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპის“ გამოყენებით მგზავრებისთვის სრულიად უსასყიდლოდ განვახორციელოთ 5 რეისი, პირველი ეტაპისათვის, რომ მოხდეს დაახლოებით 1000-მდე ჩვენი თანამოქალაქის ტრანსპორტირება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვართ, ავიღოთ ყველა ფინანსური ხარჯი, რაც კი, უკავშირდება ამ რეისებს და ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, რომ ეს თანხები გადავრიცხოთ სპეციალურ ფონდში. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ახლა არ არის ერთმანეთისთვის ნიშნის მოგების დრო, არ არის პოლიტიკური კინკლაობის და ქიშპობის დრო. ახლა არის მოქმედების დრო, მათ შორის, ერთობლივი მოქმედების“

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მთავრობას მივმართეთ თხოვნით, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპის“ გამოყენებით, მგზავრებისთვის სრულიად უსასყიდლოდ განვახორციელოთ ხუთი რეისი
  • unipress