ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?!

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  179 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამგზავრებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან ორი კითხვა აქვს:

"თუ ის მართალია, რომ ელჩი ჩავიდა გუშინ და მანამდე არ ჩადიოდა იმიტომ, რომ შვებულებაში იმყოფებოდა, მაშინ ამ თემასთან დაკავშირებით ორი დიდი კითხვა მრჩება. პირველი - ამ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ რატომ არ გააკეთა არანაირი კომენტარი და შეფასება ბელარუსი ხალხის დამოუკიდებლობისკენ, თავისუფებისკენ და დემოკრატიისკენ სწრაფვაზე, მაშინ როცა ყველა ჩვენი პარტნიორი მათ მხარს უჭერს და სოლიდარობას გამოთქვამს? ახლა უკვე დაემატა მეორე კითხვა - ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს - ასეთი მნიშვნელოვანი დღეები ბოლო 20-25 წლის განმავლობაში არ ყოფილა, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?! ეს არის ჩემი მთავარი კითხვები". 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?!
  • unipress