ფაშინიანი თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებით აღშფოთებულია

ფაშინიანი

გამოქვეყნებულია  132 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

"არმენპრესის" ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებით აღშფოთებულია. ფაშინინიას თქმით, თურქეთის ამგვარი ქცევა რეგიონის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს:

„უკვე დიდი ხანია, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, ცნობილი მოტივებიდან გამომდინარე სომხეთის საწინააღმდეგო ბარათი გაათამაშოს. შეიძლება, საქმე გვქონდეს აზერბაიჯანის მხრიდან საზღვარზე სიტუაციის გამწვავების მცდელობასთან, რომლის კონტექსტითაც ნათელი ხდება მათი მხრიდან ადამიანთა სიცოცხლის უგულებელყოფა, მათ შორის აზერბაიჯანელი სამხედროების სიცოცხლის უგულებელყოფითაც, რაც მათ უპერსპექტივო ქმედებებშიც გამოიხატება“, –  განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

 


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ფაშინიანი თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებით აღშფოთებულია
  • unipress