საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია თამამად მივიდეთ და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ

ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნებულია  187 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ყველა ნორმა დაცულია და შეგვიძლია, თამამად მივიდეთ ნებისმიერი ასაკის მოქალაქე არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საარჩევნო უბნებზე ყველა ეპიდემიოლოგიური სტანდარტი დაცულია და მოქალაქეებს უსაფრთხოდ შეეძლებათ საკუთარი არჩევანი დაფიქსირება.

„მნიშვნელოვანია, რომ  ყველა ჩვენმა მოქალაქემ ყველა ნორმის დაცვით, მიიღოს გადაწყვეტილება და აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დღესდღეობით საქართველოსთვის. რამდენიმე თვეა ცესკო-სთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად მუშაობდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გარემო, სადაც ჩვენს მოქალაქეს საშუალება ექნებოდა, გაეკეთებინა თავისი არჩევანი უსაფრთხო პირობებში. ყველა ნორმა დაცულია და შეგვიძლია, თამამად მივიდეთ ნებისმიერი ასაკის მოქალაქე არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა ტიკარაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია თამამად მივიდეთ და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ
  • unipress