რეალობაში არსადაც არ მიდიან და არჩევნების შემდეგ ხდება კვლავ მათი წინა პლანზე გამოჩენა, გავიხსენოთ თუმდაც ღარიბაშვილი და კახური კლანის წარმომადგენლები

ლევან თარხნიშვილი

გამოქვეყნებულია  160 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, სოსო გოგაშვილის "ქართული ოცნებიდან" წასვლას ეხმაურება. თარხნიშვილის თქმით, "ოცნება" წინასაარჩევნოდ მალავს თავის ყველაზე ოდიოზურ, კორუმპირებულ და რეპუტაცია შელახულ წევრებს, ხოლო არჩევნების შემდეგ ამ ადამიანებს კვლავ წინა პლანზე წამოწევს.

თარხნიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ, "ქართული ოცნება" არის გაკოტრებული და მათ არავინ ახალი არ ემატება. როგორც თარხნიშვილი აღნიშნავს, სწორედ ამიტომ არის განწირული "ქართული ოცნება" 31 ოქტომბერს დამარცხებისათვის.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნების წინ ქართული ოცნება გადამალავს ხოლმე თავის ყველაზე ოდიოზურ, კორუმპირებულ და რეპუტაცია შელახულ ადამიანებს. ეს ადამიანები რეალობაში არსადაც არ მიდიან და არჩევნების შემდეგ ხდება კვლავ მათი წინა პლანზე გამოჩენა, გავიხსენოთ თუმდაც ღარიბაშვილი და კახური კლანის წარმომადგენლები.

გოგაშვილის შემთხვევაში ეს ფაქტობრივად მეორედ წასვლაა. აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართული ოცნება არის აბსოლუტურად გაკოტრებული და შესაბამისად ერთ წრეზე ტრიალებს, არავინ ახალი მათთან აღარ მიდის, სწორედ ამიტომ არიან ისინი განწირულები 31 ოქტომბერს დამარცხებისათვის.“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა

  

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რეალობაში არსადაც არ მიდიან და არჩევნების შემდეგ ხდება კვლავ მათი წინა პლანზე გამოჩენა, გავიხსენოთ თუმდაც ღარიბაშვილი და კახური კლანის წარმომადგენლები
  • unipress