ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელმა, მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეები მერიის ტუალეტების დასასუფთავებლად წაიყვანა

ჩხოროწყუ

გამოქვეყნებულია  160 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელი, რომელმაც მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეები მერიის ტუალეტების დასასუფთავებლად წაიყვანა, აცხადებს, რომ იგი თვითნებურად მოქმედებდა. ეთერ ჯაფარიძის თქმით, მერიის ხელმძღვანელობა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ სკოლის დირექცია გააფრთხილა, რომ „მოსწავლეები დასუფთავების ტრენინგ-სწავლებაზე მიჰყავდა“:

"ჩემი ცდების მერე დამრჩა ერთადერთი შანსი, რომ პატარა ბავშვებისთვის ერთი მარცვალი ჩამედო. წავედი მეორე საშუალოში შევუთანხმდი სკოლის დირექტორს ნონა თოდუას. წამოვიყვანე ბავშვები მერიაში იმიტომ, რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, ინჟინრები, იურისტები ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ოჯახს, რომ გაუჭირდეს ასეთი საქმე არ ითაკილონ".

ამ დროისთვის, ჩხოროწყუს მერიაში ხმაურია, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს, ისინი მერის, რესურსცენტრის და სკოლის დირექტორის თანამდებობრივ პასუხისმგბლობის დაყენეას ითხოვენ.

მომხდარი ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე იძულების მუხლით მუხლით მიმდინარეობს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელმა, მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეები მერიის ტუალეტების დასასუფთავებლად წაიყვანა
  • unipress