ლუიზიანას შტატში ქარიშხალ „ლაურას“ ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქარიშხალი "ლაურა"

გამოქვეყნებულია  184 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ქარიშხალ „ლაურას“ ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებიდან ოთხი საკუთარ სახლებში, ქარიშხლისგან მოგლეჯილ ხეებს ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 14 წლის გოგონაცაა.

ძლიერმა ქარმა, რომლის მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 240 კილომეტრს მიაღწია, შენობები, მანქანები, გზები, ხიდები და ელექტროგადმცემი ხაზები დააზიანა.

ლუიზიანას შტატში ელექტოენერგიის გარეშე 600 000, ტეხასში კი - 180 000 ოჯახი დარჩა.

განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ლეიქ ჩარლზი, სადაც ქარმა ხეები და ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები მოგლიჯა და მანქანები ამოაყირავა.

ლუიზიანას შტატში, სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებისთვის, 1 500 ადამიანი, მათ შორის ეროვნული გვარდიის ჯარიკაცები არიან განთავსებული.

ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა, ჯონ ბელ ედვარდსმა განაცხადა, რომ ქარიშხლისგან მიყენებული ზარალი მოსალოდნელზე ნაკლები, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის, ქარიშხალმა "ლაურამ" ექვს მეტრიანი ტალღები არ გამოუწვევია. მოგვიანებით ის ტროპიკული ქარიშხლის კატეგორიამდე შესუსტდა და არკანზასისკენ გაემართა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ლუიზიანას შტატში ქარიშხალ „ლაურას“ ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • unipress