ქვეყანაში გვაქვს ხანძარი, რაც მთავრობის ჩაფლავებული კრიზისმენეჯმენტის შედეგია

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  168 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართა და  მთავრობის არაეფექტური მართვა გააპროტესტა კორონავირუსის ეპიდემიასთან მიმართ.

"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდა სპიკერის, თათია ვახტანგაძის თქმით, ამ აქციით მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ქვეყანაში არის ხანძარი, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისიშია და მთავრობა ამ გამოწვევების წინაშე ჩაფლავდა.

ვახტანგაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა ,თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს კრიზისი და ამ გეგმის განხორციელებას პარტია 1 ნოემბრიდან შეუდგება.

„ამ აქციით გვინდა სიმბოლურად გამოვხატოთ და  შევახსენოთ მთავრობას, რომ ქვეყანაში გვაქვს ხანძარი.. აი ამ ფოტოზე რაც ხდება - უკან სახლი იწვის და მეხანძრეები ბედნიერი სახით იღებენ სურათს, ასეთ მდგომარეობაშია მთავრობა დღეს - ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, ეკონომიკა თავზე ჩამოგვენგრა და ქართული ოცნება თავს იწონებს, თუმცა გაუგებარია, რითი.

დღეს რაც ხდება კორონავირუსთან მიმართებით ქვეყანაში, არის ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული კრიზისმენეჯმენტის შედეგი. ჩვენ, ევროპულ საქართველოს, გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი და ამ გეგმის განხორციელებას შევუდგებით პირველი ნოემბრიდან.“ - განაცხადა ვახტანგაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ქვეყანაში გვაქვს ხანძარი, რაც მთავრობის ჩაფლავებული კრიზისმენეჯმენტის შედეგია
  • unipress